ჯონ მაკკეინმა ტვინის კიბოს მკურნალობა შეწყვიტა

25 აგვისტო 2018, 00:00 3600 ნახვა

„ჯონ მაკკეინმა ტვინის კიბოს მკურნალობა  შეწყვიტა“-  ამის შესახებ განცხადება     ოჯახმა  გაავრცელა.  განცხადებაში ნათქვამია, რომ სენატორი აგრესიული გლიობლასტორმითაა დაავადებული: "დაავადების პროგრესი შეუქცევადია და ეს განაპირობებს განაჩენს". აგრესიული ფორმის კიბოს დიაგნოზი 81 წლის სენატორს,  შარშან  ზაფხულში  დაუსვეს. გასული წლის ივლისში,   ჯონ მაკკეინს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. მას ექიმებმა თავის არეში არსებული სიმსივნური წარმონაქმნები ამოაჭრეს. გლიობლასტომას დიაგნოზი, ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ფორმის სიმსივნეს განეკუთვნება. პაციენტთა მხოლოდ ათი პროცენტი, მკურნალობის შემთხვევაში, ხუთ წლამდე ცოცხლობს. 

90 პროცენტის შემთხვევაში კი, დარჩენილი სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა, მკურნალობის მიუხედავად, 14 თვემდეა. ჯონ მაკკეინი ვიეტნამის ომის ვეტერანია. იგი რამდენიმე წელი  იყო ტყვედჩავარდნილი,არის არიზონას  სენატორი  1987 წლიდან. 2008 წელს მაკკეინი რესპუბლიკელების სახელით პრეზიდენტობისთვის  იბრძოდა, თუმცა ბარაკ ობამასთან დამარცხდა. სენატორი  რუსეთის მიმართ ხისტი  მიდგომით  გამოირჩევა,  მიიჩნევს, რომ მასთან ურთიერთობების  მეგობრულ დონეზე დალაგება შეუძლებელია. ამის გამო  მან პრეზიდენტი ტრამპიც არაერთხელ გააფრთხილა. მაკკეინი საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა  და   მუდმივად ლობირებდა საქართველოს  აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოში.

ამავე კატეგორიაში