თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, დაჭრილი ახალგაზრდა ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება 

26 აგვისტო 2018, 00:00 1605 ნახვა

 ბათუმში მელაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცის დაჭრაში ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია.თავდამსხმელმა დაზარალებულს სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან შელაპარაკების ნიადაგზე ესროლა.

დაჭრილი მედცენტრის რეანიმაციაში რჩება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ჭრილობა წელის არეში აქვს მიყენებული. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში