ბათუმის მერიას კორუფციაში ადანაშაულებენ

27 აგვისტო 2018, 00:00 2889 ნახვა

ბათუმის მერიას კორუფციაში ადანაშაულებენ. რუსთავი 2  ინფორმაციით,   ბიზნესმენმა დავით ღუღუნიშვილმა, რომელმაც ბათუმში 500 ათას ლარიანი ტენდერი მოიგო, თანხის მოლოდინში გონიოსა და კვარიათში 27 ქუჩიდან 21 ქუჩის რეაბილიტაცია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო. დაფინანსების მოლოდინში მყოფ ბიზნესმენს კი კონტრაქტი ისე შეუწყვიტეს, რომ ბათუმის მერიამ ტენდერით გათვალისწინებული ფული აღარ მისცა.

უფრო მეტიც, მაღალი თანამდებობის პირებმა აჭარაში მუშაობის უფლებისთვის ბიზნესმენს ქრთამიც მოსთხოვეს. რადგან ფულის მიცემაზე ღუღუნიშვილმა უარი თქვა, მისი კომპანია არასასურველთა რიგებში მოხვდა. ბათუმის ვიცე- მერი თენგიზ პეტრიძე აპირებს  ცილისწამებისთვის   სასამართლოს მიმართოს.

ამავე კატეგორიაში