არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს უპატივცემულობაში ადანაშაულებენ

27 აგვისტო 2018, 00:00 1671 ნახვა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება მესამე სექტორისთვის გაუგებარია. არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი მარგველაშვილს ინსტიტუტის უპატივცემულობაში ადანაშაულებენ. მათ მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტს შეეძლო ისეთი კანდიდატის დასახელება, ვის დამტკიცებაზეც ქართული ოცნება უარს ვერ იტყოდა. გადაწყვეტილება უარყოფიად შეაფასა სახალხო დამცველმაც.

სამი დღის წინ გახდა ცნობილი, რომ  პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას აღარ წარადგენს.  პრეზიდენტის სასახლეში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები 6 აგვისტოს დაიწყო. კონსულტაციებს ჯერ მმართველი გუნდი, ხოლო მოგვიანებით არასამთავრობო სექტორიც გამოეთიშა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თანამდებობა  2 აგვისტოს დატოვა, მიზეზად კი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

ამავე კატეგორიაში