ტენდერი აუთვისებელი ტერიტორიის მოსაწყობად

28 აგვისტო 2018, 00:00 1822 ნახვა

მდინარე „აჭარისწყლის“ მარცხენა სანაპიროზე აუთვისებელი ტერიტორიის  მოსაწყობად  ქედის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ამ ეტაპზე  პრეტენდენტების შერჩევა მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, მარცხენა სანაპირო, რუსთაველის ქუჩაზე არსებული პარკის ერთგვარი გაგრძელება იქნება, ტერიტორიაზე დაირგვება  მწვანე ნარგავები,   მოეწყობა ბილიკები და   განათება, უსაფრთხოების მიზნით კი მდინარისგან დამცავი ნაპირსამაგრი კედელი გაგრძელდება.

ამავე კატეგორიაში