შეზღუდვები წინასაარჩევნო პერიოდში - ცესკოს განმარტება

28 აგვისტო 2018, 00:00 1295 ნახვა

ხვალიდან წინასაარჩევნო კამპანია - აგიტაცია იწყება.  კანონმდებლობის თანახმად, ამ პერიდოში  აკრძალულია სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებზე, რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა. 

ცესკო-ს პრესსპიკერის  ანა მიქელაძის თქმით,  გარკვეული ვალდებულებები აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. მათ შორის შენობა-ნაგებობების გამოყოფაზე, რომელიც თანაბრად უნდა იყოს გამოყენებული ყველა კანდიდატისთვის..საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. ეს ბოლო არჩევნებია, როცა ქვეყანას პირდაპირი წესით არჩეული სახელმწიფო მეთაური ეყოლება.

ამავე კატეგორიაში