მცირე მთავრობის კონცეფცია აჭარაში /რეპორტაჟი/

29 აგვისტო 2018, 00:00 1512 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აპარატში არსებული ის დეპარტამენტი გააუქმა, რომელსაც ავთანდილ ბერიძე ხელმძღვანელობდა. უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის გარდა, გაუქმდა შიდა აუდიტისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტები. თორნიკე რიჟვაძე ოპტიმიზაციისკენ მოუწოდებს სამინისტროებსაც.  

მთავრობის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ეკონომიკის სამინისტროში მიმდინარე არასტანდარტული სახლების ათვისების ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამაც - მთავრობა მერიას მოუწოდებს უფრო მეტად ჩაერთოს პროგრამის განხორციელებაში. სხდომა დღესაც დახურული იყო, ასე რომ ეს ის არის რაც ჟურნალისტებმა დღევანდელი სხდომის დაწყებისას და დასრულების შემდეგ გაიგეს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში