ქობულეთის რამდენიმე სოფელში გზის მოწესრიგებას ითხოვენ

29 აგვისტო 2018, 00:00 1427 ნახვა

შიდა გზებია მოსაწესრიგებელი ქობულეთში, ისევე როგორც აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში. მოქალაქეების ნაწილი ამბობს რომ ის მონაკვეთებიც უხარისხოდაა გაკეთებული, სადაც ბეტონის საფარი დააგეს. საუბარია განსაკუთრებით სახიფათო მონაკვეტებზე.

აჭარის საგზაო დეპარტამენტის ქობულეთის წარმომადგენლობაში განმარტავენ რომ პრობლემის გადაჭრა მხოლდო ეტაპობრივი სამუშაოების ჩატარებითაა შესაძლებელი და ბიუჯეტი ყველა მიმართულებას ერთდროულად ვერ გაწვდება. წელს 11 მილიონი ლარია გამოყოფილი ასფალტის საფარის მოსაწყობად 18 მიმართულებით, ბეტონის საფარისთვის კი მილიონ ლარზე მეტი. აქედან ნაწილი უკვე დასრულებულია.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში