''პროგრამა წარმატებით მუშაობდა'' - თორნიკე რიჟვაძის განმარტება არასტანდარტული საცხოვრებელი სახლების ლიკვიდაციის პროექტზე

29 აგვისტო 2018, 00:00 1888 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს “არასტანდარტული საცხოვრებელი სახლების ლიკვიდაციის სახელმწიფო პროგრამაზეც” ისაუბრა, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს და რომელშიც მერიაც უნდა ჩაერთოს. 

სტუდია ''რეკ-მა'' საგამოძიებო ფილმი მოამზადა, რომელიც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა. იქ საუბარი იყო შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე.

რესპოდენტები ყვებიან, რომ ქალაქის ისეთი ადგილებია ამ პროგრამის მხარდაჭერით ათვისებული, რომელმაც რეალურად ვერ უზრუნველყო მიზნის განხორციელება.  პარალელურად კი ბევრი ოჯახი კვლავ არასათანადო პირობებში რჩება. 

თორნიკე რიჟვაძის თქმით, ეს პროგრამა წარმატებით მუშაობდა. რაც შეეხება გადაცდომებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე განმარტავს, რომ თუ ცალკეული გამონაკლისი შემთხვევები არის, ყველაფერი კანონმდებლობის შესაბამისად მოწესრიგდება.

''არასტანდარტული ''ბარაკული ტიპის'' საცხოვრისის მიმართ იყო შესაბამისი პროგრამა შემუშავებული, რომელიც ვთვლი, რომ საკმაოდ წარმატებული იყო, რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას. სხდომაზე იყო მოსაზრებები, რომ უნდა გაუმჯობესდეს კოორდინაცია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტთან და ასევე დაინტერესებულ პირებთან. შესაბამისად სწორედ ამ კონკრეტული კოორდინაციის შემდეგ მოხდება აღნიშნულ საკითხებზე მიბრუნება და გადაწყვეტილების მიღება'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მაუწყებელთან. 

“არასტანდარტული საცხოვრებელი სახლების ლიკვიდაციის სახელმწიფო პროგრამის”  განხორციელება დაახლოებით 4 წლის წინ დაიწყო. პროგრამის ფარგლებში დაინტერესებულ დეველოპერებს მთავრობა ფინანსურ ორგანიზაციასთან თავდებად უდგებოდა. 

ვისაც “ბარაკების ლიკვიდაციის” პროექტში ჩართვის სურვილი ექნებოდა, მინიმუმ 500 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი უნდა აეთვისებინა და დაახლოებით 3 მილიონი ლარი დაეხარჯა.

ამავე კატეგორიაში