ხანძარი ლოკალიზებულია - დამწვარია 10 სავაჭრო ობიექტი, აქედან რამდენიმე სრულად

30 აგვისტო 2018, 00:00 6352 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, ცეცხლი, დაახლოებით 500 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული, სულ 10 მაღაზია დაიწვა, აქედან 5 სრულად. ცეცხლი 4:26 საათისთვის ლოკაზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, მის ჩაქრობას 2 საათზე მეტი დასჭირდა. სავარაუდოდ ხანძარი ერთ-ერთი მაღაზიის სახურავიდან გაჩნდა, სამაშველოს ინფორმაციით არ იყო დაცული სახანძრო უსაფრთხოების ნორმები. 

მისივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, ცეცხლის გაჩენის დროს ადგილზე არავინ იმყოფებოდა.

ხანძრის ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც იმყოფებოდა, მისი განცხადებით "მოხდება ზარალის დათვლა და შესაბამისი ზომები გატარდება".

ქალაქის მერი ლაშა კომახიძე კი ამ დრომდე დეტალებზე არ საუბრობს, როგორ მოხდება ზარალის ანაზღაურება იმ მეწარმეებზე, რომლის ქონება სრულად დაიწვა. 

"ჯერ ჩავაქროთ ცეცხლი სრულად და ამის შემდეგ ვისაუბროთ სხვა დეტალებზე, მოხდება ზარალის დათვლა" - განაცხადა კომახიძემ. ჟურნალისტის კითხვაზე ვინ დაითვლის ზარალს, შეიქმნება თუ არა სპეციალური კომისია, ამ ეტაპზე განმარტება მერმა არ გააკეთა. 

ცეცხლი 23-ე სკოლის უკან, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა და სხვა სავაჭრო ობიექტებსაც მოედო, სადაც სამშენებლო მასალები და მალაალებადი პროდუქტები იყიდებოდა. მაღაზიებში საღებავები, შპალერები და სხვა პროდუქტები იყო განთავსებული. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში