საზაფხულო ბანაკი დაიხურა

30 აგვისტო 2018, 00:00 2058 ნახვა

სოფელ ქობულეთში საზაფხულო ბანაკი საზეიმოდ დაიხურა. გაიმართა კონცერტი და ფერების დღესასწაული. ბანაკს საზაფხულო ქალაქი კინტრიში ჰქვია და ამავე ხეობაში 40 დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობას მოიცავდა, მათ შორის, საგანმანათლებლო აქტივობებს და ექსკურსიებს.  მონაწილეებისთვის ლექციები უცხოეთიდან მოწვეულმა ლექტორებმაც ჩაატარეს.

ქობულეთს 63 მუნიციპალიტეტიდან 7 ათასი ახალგაზრდა სტუმრობდა. ბანაკი დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებამ მოაწყო. 

ამავე კატეგორიაში