ხაშურში, სოფელ ცედანთან ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება

30 აგვისტო 2018, 00:00 1726 ნახვა

ხაშურში სოფელ ცედანში, ტყის ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში კი ვერტმფრენი ჩაერთო. ცეცხლის კერების რაოდენობა ამ დროისთვის შემცირებულია, თუმცა ადგილზე 220 მეხანძრე-მაშველი მაინც რჩება. ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილიც.

მისი თქმით, სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული ახალი ტექნიკაც. სურამიდან დაახლოებით 10 კილომეტრზე, სოფელ ცედანთან ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა. ცეცხლი ფოთლოვან ტყეშია გავრცელებული. 

ამავე კატეგორიაში