საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები გაათავისუფლეს

30 აგვისტო 2018, 00:00 1513 ნახვა

ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს საქართველოს ხუთი მოქალაქე, ისინი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ იყვნენ დაკავებულები. ახალგაზრდებს ერგნეთში ოჯახის წევრები დახვდნენ. არსებული ინფორმაციით, 21-დან 30 წლამდე საქართველოს მოქალაქეები თრუსოს ხეობაში ლაშქრობაში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ისინი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ორი დღის წინ დააკავეს.

„ეს სამწუხარო, დამაფიქრებელი, უფრო მეტიც, შემაშფოთებელი ფაქტია,“ - ასე შეაფასა საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავება შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ამავე კატეგორიაში