''ბათუმობასთან'' დაკავშირებით რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

01 სექტემბერი 2018, 00:00 2922 ნახვა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოდ და ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, დღეს რამდენიმე ლოკაციაზე პარკირება, ხვალ კი ქუჩების ნაწილზე ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება. 

დღეს, 31 აგვისტოს პარკირება შეიზღუდება ზ. გამსახურდიას, ხულოს, მაზნიაშვილისა და კოსტავას ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში (გორგასლის, ფარნავაზ მეფის და ჟორდანიას ქუჩებზე). 

შეზღუდვებია პირველ სექტემბერსაც. ხვალ, ამავე მონაკვეთში სატრანსპორტო მოძრაობა 08:00-დან 19:00 საათამდე შეიზღუდება. 

09:00-დან 12:00 საათამდე ავტომობილები ვერ იმოძრავებენ მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველასა და ზ. გამსახურდიას ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთშიც. 

08:00-დან 19:00 საათამდე კი პარკირება და სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ქუთაისის ქუჩაზე, კოსტავასა და ჟორდანიას ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში.

ამავე კატეგორიაში