ხვალიდან საბანკო სექტორში ახალი რეგულაციები ამოქმედდება

31 აგვისტო 2018, 00:00 2539 ნახვა

სიახლეებია საბანკო მომსახურებაში. ხვალიდან სესხებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მცირდება. ახალი რეგულაციების მიხედვით, საკრედიტო ორგანიზაციების მიერ გაცემულ სესხებზე მთლიანი წლიური სარგებელი ნახევრდება და 100-ის ნაცვლად 50 პროცენტი იქნება. ამასთან, მცირდება ვადაგადაცილებისთვის გათვალისწინებული სანქციების ოდენობაც.

კერძოდ, სასესხო ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა, წლიურად, 150-ის ნაცვლად 98,55 პროცენტი იქნება. ახალი რეგულაციები მხოლოდ ხვალიდან გაფორმებულ სესხებზე გავრცელდება. სარგებელის და ჯარიმების შემცირება, ძირითადად, მიკროსაფინანსო და ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების მიერ გაცემულ და სალომბარდე სესხებზე მოხდება.

ცვლილება ეხება ვადაგადაცილებულ სესხებს, ასევე პირობის დაღვევის წესს.  უქმდება  ტერმინი „შავი სია“. საფინანსო ორგანიზაციები მხოლოდ იმას შეამოწმებენ, როგორ იხდიდა მსესხებელი დავალიანებას და შეაფასებენ, დასაშვებია თუ არა მასზე ახალი სესხის გაცემა. 

ამავე კატეგორიაში