გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს

31 აგვისტო 2018, 00:00 1598 ნახვა

მოქმედი პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მიმართვისას ისაუბრა განვლილ წლებზე და თქვა რომ 5 წლის განმავლობაში ემსახურებოდა არა რომელიმე ელიტურ ჯგუფს, არამედ მოქალაქეებს. მისივე განცხადებით 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობა დიდია და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, როგორი იქნება ქვეყანა მომავალში.

გიორგი მარგველაშვილმა ასევე ისაუბრა არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. თქვა რომ „ცოტა ქვეყანა მოიძებნება, სადაც მთელი პოლიტიკური ელიტა დაპირისპირებულია ერთ ადამიანთან და ყველა მანქანას ხმარობს იმისთვის, რომ მისი დისკრედიტაცია მოახდინოს.” ქვეყნის პრეზიდენტმა სტუდენტებთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ  ასეთ რთულ ვითარებაში მისთვის მთავარი საზომი იყო მოსახლეობის რეაქცია. იგი მადლობას უხდის საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილი მოსახლეობამ 2013 წლის ოქტომბერში აირჩია.

ამავე კატეგორიაში