ვადაგადაცილების შემთხვევაში  სესხზე დარიცხული პროცენტის მოცულობა იზღუდება

01 სექტემბერი 2018, 00:00 8625 ნახვა

სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში, მოქალაქეებს აღარ მიენიჭებათ ნეგატიური საკრედიტო სტატუსი. საფინანსო ორგანიზაციები მხოლოდ იმას შეამოწმებენ, როგორ იხდიდა მსესხებელი დავალიანებას და შეაფასებენ, დასაშვებია თუ არა მასზე ახალი სესხის გაცემა. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს სესხზე მაქსიმალური წლიური ეფექტური განაკვეთი 100-დან 50 პროცენტამდე მცირდება.

12-თვიანი სესხის მოცულობა 1 000 ლარია, წლიური 100-პროცენტიანი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, თვეში გადასახდელი თანხა დაახლოებით 115 ლარს შეადგენს, 50-პროცენტიანი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში კი, 99.5 ლარი იქნება.მთლიანობაში, მომხმარებელს 1 380 ლარის ნაცვლად, 1 194 ლარის გადახდა მოუწევს. ანუ შეღავათი 186 ლარი იქნება. მაღალი საპროცენტო განაკვეთები, ძირითადად, მოკლევადიან და მაღალრისკიან სესხებზეა. პირობის დარღვევის შემთხვევაში მცირდება, სესხზე ყოველდღიური ხარჯის მაქსიმალური მოცულობა.  თუ ერთთვიან ვადაგადაცილებაზე სესხის ხარჯი ძველი წესით მაქსიმუმ 123 ლარი იყო, ახალი წესით, მაქსიმუმ 101 ლარი 

ამავე კატეგორიაში