გიორგი პაპუაშვილი მოსამართლეების მიმართ ზეწოლაზე საუბრობს

21 ივლისი 2016, 00:00 4469 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ცალკეული მოსამართლეების თვალთვალსა და დაშანტაჟებაზე საუბრობს. გიორგი პაპუაშვილის თქმით, მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს, ძირითადად, იმ მოსამართლეებზე, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს განიხილავენ, თუმცა არ დაუკონკრეტებია რომელ საქმეებთან დაკავშირებით და რომელ მოსამართლეებზე მიმდინარეობს ზეწოლა. პაპუაშვილის თქმით, ზეწოლა გამოიხატება ფარულ თვალთვალში, მათი ოჯახის წევრების და ნათესავების კომერციული საქმიანობის ხელშეშლასა და დაშანტაჟებაში. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა, ამ საკითხებზე უფრო დეტალურად ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ისაუბროს.

ამავე კატეგორიაში