იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს

04 სექტემბერი 2018, 00:00 2164 ნახვა

იაპონიამ გადაწყვიტა გაამარტივოს სავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვის - მიზეზი ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაა. ინიციატივა საქართველოში ვიზიტით მყოფმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაახმოვანა. ტარო კონომ აღნიშნა, რომ ასე ახალგაზრდა დიპლომატებს, იურისტებს და ექსპერტებს შორის თანამშრომლობა გამარტივდება. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა.  

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღინიშნა, რომ იაპონიის მთავრობა საქართველოს შეღავათიანი სესხის სახით ფინანსურ რესურსს გამოუყოფს, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი რთული მონაკვეთის საავტომობილო გზის მშენებლობას მოხმარდება. პროექტის სასესხო შეთანხმება დღეს გაფორმდა. იაპონიის მთავრობა საქართველოს გამოუყოფს ფინანსურ რესურსს შეღავათიანი სესხის სახით 343 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით.

ამავე კატეგორიაში