BATUMI Music Fest-ი გრძელდება

04 სექტემბერი 2018, 00:00 1888 ნახვა

ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი გრძელდება. სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში დღეს, მაყურებლის წინაშე,  მსოფლიო დონის პიანისტი, ბარი დუგლასი წარსდგება. პიანისტი ბათუმის სიმფონიურ ოკესტრთან ერთად საფორტეპიანო ნომრებს შეასრულებს. ერთსაათიანი პროგრამის ფარგლებში, მაესტრო მირონ მიხალიდისთან ერთად შესრულდება, ასევე, ბეთხოვენის მე-8 სიმფონია.

საერთაშორისო ფესტივალი 2 სექტემებრს გაიხსნა და ათ დღეს გაგრძელდება, დასკვნითი საღამო 12 სექტემბერს ფესტივალის დამფუძნებლისა და პიანისისტის, ელისო ბოლქვაძის კონცერტს დაეთმობა. 

ამავე კატეგორიაში