საქართველოს პარლამენტში საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა

04 სექტემბერი 2018, 00:00 1661 ნახვა

ბიუროს სხდომით გაიხსნა დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესიაც. პირველი სხდომა ხვალ 12 საათზე დაიწყება. სესიის ფარგლებში დეპუტატები კონსტიტუციის ჰარმონიზაციიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავენ. პარლამენტარები იმსჯელებენ ახალი რეგლამენტის პროექტზეც.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, დეპუტატები პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვასაც იწყებენ. საპრეზიდენტო არჩევნების გამო პარლამენტი მუშაობას სექტემბრის ბოლოს დაასრულებს. კანონის თანახმად, არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში პარლამენტი მუშაობას შეწყვეტს.

ამავე კატეგორიაში