ოქტომბრიდან სარფის საბაჟო განახლებული სახით იფუნქციონირებს

05 სექტემბერი 2018, 00:00 2443 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველო-თურქეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს ეწვია, სადაც თურქეთის სავაჭრო პალატებისა და ბირჟების გაერთიანების თავმჯდომარეს შეხვდა და მასთან ერთად თურქული მხარის მიერ საბაჟოზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

თორნიკე რიჟვაძე სპეციალურად მომზადებულ პრეზენტაციასაც დაესწრო რომელიც  სამუშაოებს ეხებოდა. როგორც თურქეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის სარეაბილიტაციო სამუშაოების პასუხისმგებელი პირები აცხადებენ, საბაჟო პუნქტი განახლებული სახით, ოქტომბრის ბოლოდან დაიწყებს ფუნქციონირებას.

ამავე კატეგორიაში