ქეთევან ციხელაშვილი მედიაფორუმზე

05 სექტემბერი 2018, 00:00 1823 ნახვა

შსს-ს მიერ მიღებული ადეკვატური გადაწყვეტილება,- ასე შეაფასა ჟუნრალისტების საქართველოში არ შემოყვანა,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. მისნიტრის თქმით, ჟურნალისტების ვიზიტი არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურასთან არ ყოფილა შეთანხმებული. მისივე თქმით,  რუსეთი საქართველოში და არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცდილობს, გამოიყენოს სხვადასხვა ე.წ. რბილი ძალის ინსტრუმენტი, რაც სიახლე არ არის.„საქართველოს 20% რუსეთს ოკუპირებული აქვს და ახორციელებს ძალისმიერ პოლიტიკას, 10 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ წამყვან დემოკრატიებში შეიძლება განხილვის თემა ყოფილიყო რუსეთის შესაძლო ჩარევა შიდა პროცესებში, დღეს ეს არის მოცემულობა.-აღნიშნა ციხელაშვილმა.5-7 სექტემბერს საქართველოში რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდის მიერ დაფინანსებული „სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო კონფერენცია“ იმართება.

ამავე კატეგორიაში