აშშ  სირიას საქართველოს საკითხზე სანქციებს უწესებს

05 სექტემბერი 2018, 00:00 1754 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც აღიარებენ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობას, სირიაც შეიყვანა, რაც ფინანსური შეზღუდვების ამოქმედებას გულისხმობს.  

ინფორმაცია საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. როგროც უწყებაში აცხადებენ, ეს გადაწყვეიტლება  წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების თვალსაზრისით და კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე და ქმედით მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მსგავსი შეზღუდვები დაწესდა მიმდინარე წელს – ნაურუს, გასულ  წელს კი ვენესუელასა და ნიკარაგუას.

ამავე კატეგორიაში