რა შედეგით დასრულდა შეხვედრა ფერმერებთან?

06 სექტემბერი 2018, 00:00 1859 ნახვა

ქობულეთელი ფერმერები მთავრობისგან კომპენსაციას ითხოვენ. მათ თხილის მოსავალი ფაროსანამ გაუნადგურა. დაზარალებულები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდნენ. აცხადებენ, რომ თორნიკე რიჟვაძემ  მათ  დაზიანებული მოსავლის სანაცვლოდ კომპენსაციაზე უარი უთხრა.

მთავრობის წარმომადგენლები ფერმერებს საფინანსო ორგანიზაციებთან შუამდგომლობას ჰპირდებიან, თუმცა დაზარალებულების განმარტებით, ბანკებში სესხების გადახდის გამარტივებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. დაზარალებულები აქციების მასშტაბების გაზრდას გეგმავენ. მთავრობის თავმჯდომარეს შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.

ამავე კატეგორიაში