ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაცია შესაძლოა თურქულმა მხარემ დააფინანსოს

06 სექტემბერი 2018, 00:00 2264 ნახვა

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მეორე კორპუსის რეაბილიტაცია შესაძლოა თურქულმა მხარემ უზრუნველყოს. ასევე იგეგმება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის თურქეთის კლინიკებში  გადამზადება -  ამ და სხვა საკითხებზე დღესვე  თურქეთის გენერალურ კონსულმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ისაუბრეს. იმსჯელეს მავნებლებთან ბრძოლასა და ერთობლივ გაცვლით პროექტებზე.

გენერალური  კონსულის თქმით, იგეგმება ქალთა ფორუმის გამართვა. მაქბულა ქოჩაკი 9 თვეა გენერალური კონსულის მოვალეობას ასრულებს. დღეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს პირველად შეხვდა.

ამავე კატეგორიაში