თვითმმართველობის კომიტეტი ბათუმში გასვლით სხდომას გამართავს

07 სექტემბერი 2018, 00:00 1654 ნახვა

ბათუმში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი  სხდომა გაიმართება.  კანონმდებლები რეგიონის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ იმსჯელებენ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

იმსჯელებენ რეგიონში ტურიზმისა და კურორტების განვითარების შესახებ. მომხსენებელთა შორისაა   მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. იგი ყურადღებას  ინფრასტრუქტურულ პროექტებზე,   აჭარის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თავისებურებებსა და პრობლემებზე გაამახვილებს.  ჯამში კომიტეტის სხდომაზე 5 საკითხს განიხილავენ.

ამავე კატეგორიაში