პროექტი - ყოფილი მსჯავრდებულების რესოციალიზაცია და დასაქმება  

07 სექტემბერი 2018, 00:00 2155 ნახვა

ქედაში მცხოვრებ ყოფილ მსჯავრდებულებსპრობაციონერებსა და განრიდებულებს საშუალება აქვთ  სამთვიან სასწავლო პროგრამაში ჩაერთონ.  სპეცკურსების ფარგლებში შეისწავლიან   ხელოვნების მიმართულებებს, ასევე კულინარიას.  

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ კი სერთიფიკატები გადაეცემათ. პროექტის მიზანია  ყოფილი მსჯავრდებულების რესოციალიზაცია და მათთვის დასაქმებაში ხელშეწყობა. პროექტს  ,,CIDA“_ს პარტნიორობით გერმანული სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაცია ახორციელებს.

ამავე კატეგორიაში