14 სექტემბერს ვაჟა აზარაშვილი კონცერტს გამართავს

08 სექტემბერი 2018, 00:00 2529 ნახვა

სახალხო არტისტ, კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის საავტორო კონცერტი გაიმართება ბათუმში. 14 სექტემბერს შემოქმედებითი საღამო საზაფხულო თეატრში ჩატარდება. სხვა მონაწილეებთან ერთად მაყურებლის წინაშე თავად კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილიც წარსდგება და საკუთარ რეპერტუარს, ცნობილი მელოდიების ავტორი თავად შეასრულებს. 

“სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“ _  ასე ქვია ტურნეს, რომლის ფარგლებშიც მუსიკოსი სხვადასხვა ქალაქში კონცერტებს მართავს. 13 სექტემბერს მაყურებელთან შეხვედრა დაგეგმილია ხულოსა და შუახევშიც. ბათუმში კი კონცერტი პარასკევს 20 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.  

ამავე კატეგორიაში