პრეზიდენტობის მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა

08 სექტემბერი 2018, 00:00 1845 ნახვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებით სულ რეგისტრაციის 46-მა მსურველმა მიმართა. შემდეგი პროცედურა ასეთია: საპრეზიდენტო კანდიდატებმა ცესკოში მხარდამჭერთა ხელმოწერები 18 სექტემბრამდე უნდა მიიტანონ, რომელთა რაოდენობაც 25 923-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. წარმოდგენილ ხელმოწერებს საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური შეამოწმებს.

იმ შემთხვევაში, თუკი ხარვეზი იქნება დადგენილი, მის გამოსასწორებლად შესაბამის საინიციატივო ჯგუფსა და პარტიას აქვს ორდღიანი ვადა. ამის შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური ისევ შეამოწმებს წარმოდგენილ ხელმოწერებს. კანდიდატების რეგისტრაციის ბოლო ვადა 28 სექტემბერია.

ამავე კატეგორიაში