თურქეთის სანაპიროზე საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

09 სექტემბერი 2018, 00:00 6272 ნახვა

ტრაპზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, თურქეთის დაბა ქემალფაშაში, ტრაილერის მძღოლი, საქართველოს მოქალაქე ზღვაში დაიკარგა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი 13:30 საათზე  ჩავიდა ზღვაში და იქ მყოფი მძღოლების განცხადებით, დაიკარგა.

„ინფორმაციის მიღებისთანავე კონტაქტზე ვართ ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამაშველო სამსახურებთან„ - წერია საკონსულოს განცხადებაში.

ხოფის გამგებლის ინფორმაციით,  სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი არიან  ქართველი და თურქი სამაშველო სამსახურები.

ამავე კატეგორიაში