ახალი საბაჟო კოდექსი

10 სექტემბერი 2018, 00:00 6539 ნახვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი იმპორტიორებას და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს ახალი საბაჟო კოდექსის პროექტს აცნობს.  უწყებაში  ამბობენ, რომ  წარმოდგენილი დოკუმენტი სრულად პასუხობს ევროკავშირის მოთხოვნებს,  რაც ინვესტიციების მოზიდვის  მნიშვნელოვანი სტიმული გახდება და ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე. 

პრეზენტაცია ქალაქ ფოთში გაიმართა. ახალი საბაჟო კოდექსით, რომელიც 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდება, გამარტივდება ტვირთის გაფორმებისა და დეკლარირების ფორმები; იქმნება წინაპირობა, რომ ბიზნესმა გამარტივებული საბაჟო პროცედურებით ისარგებლოს ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში. დეტალურად ახალი საბაჟო კოდექსის შესახებ 3 საათზე გიამბობთ „მთავარში“.  

ამავე კატეგორიაში