კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი

10 სექტემბერი 2018, 00:00 1655 ნახვა

კლასიკური მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის მორიგი კონცერტი გაიმართა. საღამო ახალგაზრდა პიანისტებს: ბარბარე თათარაძესა და ილია ლომთათიძეს დაეთმო. შესრულდა ცნობილი საფორტეპიანო ნაწარმოებები. კონცერტი სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა.

მუსიკოსები ფესტივალში ყოველწლიურად მონაწილეობენ,   არიან  ფრანგი მაესტროს  მიშელ სონის ფონდის “სოს ტალანტების“ წევრები. “ბათუმი მიუზიკ ფესტი“ 12 სექტემბერს  ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის, ცნობილი პიანისტის ელისო ბოლქვაძის სოლო-კონცერტით დასრულდება.   

ამავე კატეგორიაში