შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან

10 სექტემბერი 2018, 00:00 1703 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს  შეხვდა.  გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით რეგიონში მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით,  თორნიკე რიჟვაძემ ვერნერ ლიპახს მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი პროექტები გააცნო. მხარეებმა აზიის განვითარების ბანკის აღნიშნულ პროექტებში ჩართულობის საკითხიც განიხილეს.

ამავე კატეგორიაში