მთავარი მსოფლიოში

10 სექტემბერი 2018, 00:00 1605 ნახვა

თურქეთის გენერალურმა პროკურატურამ ისლამი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით 102 მოქმედი და ყოფილი სამხედროს დაკავების ორდერი გასცა. პოლიციამ სტამბოლში 56 ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. პარალელურად, ანკარის მთავარმა პროკურატურამ 13 პოლკოვნიკის დაკავების ორდერი გასცა, მათგან სამი მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა. თურქეთის ხელისუფლებამ ქადაგებელ ფეთჰულა გიულენს 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს.

ათობით ადამიანი დააკავეს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში მიტინგზე, რომელზეც საპენსიო ასაკის სავარაუდო გაზრდა გააპროტესტეს.  კვირას რუსეთის ქალაქებში პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ათასობით მხარდამჭერი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამოვიდა. უფლებადამცველების განცხადებით, პოლიციამ ათასზე მეტი ადამიანი დააკავა. რუსეთის მთავრობის მიერ დაგეგმილი საპენსიო  რეფორმა მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკის 60-დან 65 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს, ხოლო ქალებისთვის 55-დან 60 წლამდე. რუსეთში სიცოცლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებში 66 წელია, ხოლო ქალებში 77. საპენსიო სისტემის შეცვლის გამო რუსეთის პრეზიდენტი სვლადიმერ პუტინის რეიტინგი 15 პროცენტით დაეცა. 


პარიზის ერთ-ერთ რაიონში, დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს კინოთეატრის მახლობლად დაესხა თავს.  დაშავებულია  7 ადამიანი.  მათგან 4-ის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულთა შორის ორი ბრიტანეთის მოქალაქეა. თავდამსხმელი დაკავებულია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იგი წარმოშობით ავღანელია. პოლიცია შეიარაღებული თავდასხმის გარემოებებს იძიებს და ჯერჯერობით მომხდარის ტერორიზმთან კავშირს გამორიცხავს.

 

პირველი კატეგორიის შტორმი “ფლორენცია”, რომელიც ატლანტიკის ოკეანის ცენტრალურ ნაწილში ძლიერ ქარიშხლად ჩამოყალიბდა,  საღამოს ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროებს მიუახლოვდება. პროგნოზს ამერიკის შეერთებული შტატების ქარიშხლებზე დაკვირვების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.  ფლორენცია ბერმუდის კუნძულების სამხრეთ-აღმოსავლეთით ათასი კილომეტრის მოშორებით წარმოიქმნა. შტორმის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 150 კილომეტრს შეადგენდა. ფლორენცია ნაპირებთან მიახლოებისას საფირ-სიმფსონის ქარიშხლების 5 ბალიანი სკალით შესაძლოა,უ კვე მესამე ან უფრო ძლიერ კატეგორიაში გადაიზარდოს.  სამხრეთ კაროლინაში მოსახლეობა ქვიშის ტომრებს, გენერატორებს, სასმელ წყალსა და ფიცრებს, მძღოლები კი საწვავს იმარაგებენ. 

ამავე კატეგორიაში