შრომის ინსპექტორები, შესაძლოა ობიექტებზე სპეციალური ნებართვის გარეშე შევიდნენ

11 სექტემბერი 2018, 00:00 1962 ნახვა

მომავალი წლიდან შრომის ინსპექტორები შესაძლოა სპეციალური ნებართვის გარეშე მომსახურების ობიექტებზეც გამოჩნდნენ. შრომის პირობების ინსპექციის დეპარტამენტის უფროსის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობენ. მოქმედი კანონმდებლობით კი გაძლიერდა  შრომის ინსპექტორის მანდატი. 

ბექა ფერაძის თქმით, გაიზარდა მათი უფლებები  და  უკვე ერთი თვეა შრომის ინსპექტორები ობიექტზე სადაც - მავნე, მძიმე და საშიში სამუშაოები სრულდება მფლობელის ნებართვისა და სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე შედიან.

შრომის ინსპექციის როლის გაძლიერება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა.

უცხოელი ექსპერტების განცხადებით, მნიშვნელოვანია შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის  სწორი პოლიტიკა, რომელიც არა სადამსჯელო, არამედ პრევენციულ ღონისძიებებზე იქნება ორიენტირებული. 

დღეს ციხისძირში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის  ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა, რომლის მთავარი თემა  შრომის ინსპექციის, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და მერიის ზედამხედველობის სამსახურს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნა იყო.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში