პრეზიდენტი ტელეკომპანია „იბერიას“ წარმომადგენლებს შეხვდება

11 სექტემბერი 2018, 00:00 1907 ნახვა

„საქართველოს პრეზიდენტი ხვდება ტელეკომპანია „იბერიას“ წარმომადგენლებს- განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.  ჟურნალისტები გიორგი მარგველაშვილის არხის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გააცნობენ.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, მედიის საკითხებით პრეზიდენტი ყოველთვის განსაკუთრებით ინტერესდება, რადგან  ქვეყნის დემოკრატიული განვითარება კრიტიკულად საჭიროებს, რომ ქვეყანაში იყოს დამოუკიდებელი და მრავალფეროვანი მედიაგარემო. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იბერია“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. არხის მფლობელები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ და არხისთვის მთავარი ფინანსური წყაროს გადაკეტვაში ადანაშაულებენ.

ამავე კატეგორიაში