უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

11 სექტემბერი 2018, 00:00 1729 ნახვა

დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის განსაზღვრა 2019 წლისთვის და ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროგრესის განხილვა. საბჭოს სხდომაზე მომხსენებლები იქნებიან: საქართველოს თავდაცვის მინისტრი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი.

ამავე კატეგორიაში