აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს მესამე მოადგილე ჰყავს

11 სექტემბერი 2018, 00:00 2339 ნახვა

ტურიზმისა და  კურორტების დეპარტამენტის უფროსის მესამე მოადგილედ ქრისტინე ძიძიგური დაინიშნა. იგი  დეპარტამენტში საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების და სერვისების განვითარების მხრივ იმუშავებს.

ქრისტინე ძიძიგურის ქმარი ხუან იოანე ბაგრატიონია.  გუშინვე ტურიზმის დეპარტამენტში  სამუშაო შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო. შეხვედრაზე 2018 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი შეაფასეს და არსებული გამოწვევები განიხილეს.

ამავე კატეგორიაში