საქართველო და უკრაინა „კანონიერ  ქურდებთან“ ერთობლივ ბრძოლაზე შეთანხმდნენ

11 სექტემბერი 2018, 00:00 1561 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა.გიორგი გახარია უკრაინელ კოლეგას არსენ ავაკოვს შეხვდა. მხარეებმა ორგანიზებული დანაშაულის, კერძოდ, ე.წ. "კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეთანხმდნენ ორი ქვეყნის სამართალდამცავ  უწყებებს  შორის ოპერატიული თანამშრომლობის გაღრმავებასა და დანაშაულის გამოძიების მიზნით ინფორმაციის ინტენსიურად გაცვლაზე.  

ამავე კატეგორიაში