პროფესიონალიზმი და ნათესაური კავშირები

11 სექტემბერი 2018, 00:00 8609 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეს მესამე მოადგილე ჰყავს. ქრისტინე ძიძიგური, იგი ხუან-იოანე-ბაგრატიონის მეუღლეა. უწყებაში ამბობენ, რომ მესამე მოადგილის თანამდებობა იანვარში შეიქმნა, თუმცა პოსტი ამ დრომდე ვაკანტური იყო. სამეფო გვარის წარმომადგენლის მეჯვარე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეა.

სულხან ღლონტის ახალ მოადგილეს მენეჯმენტისა და საერთაშორისო გაყიდვების მიმართულებით 7 წლიანი გამოცდილება აქვს. ახლა კი, დეპარტამენტში მისი საქმიანობა საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირებასა და სერვისების განვითარებას შეეხება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში