მოსახლეობა ფაროსანას შესაწამლი პრეპარატებით უკმაყოფილოა

12 სექტემბერი 2018, 00:00 1700 ნახვა

მოსახლეობის ნაწილი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ გატარებული ღონისძიებებით უკმაყოფილოა. ფიქრობენ,  რომ პრეპარატი, რომლითაც მცენარეების შეწამლვა ხდება ზოგ შემთხვევაში უარყოფითად აისახება. 

სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოში კი საპირისპიროს ამტკიცებენ. ზურაბ ლიპარტიას თქმით, პრეპარატები, რომლითაც ტყეებისა და მრავალწლოვანი კულტურები იწამლება, რეკომენდირებულია უცხოელი სპეციალისტების მიერ. მისივე ინფორმაციით, მავნებლის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.

ამავე კატეგორიაში