ჯანდაცვის სამინისტროს 2019 წლის პროგრამული პრიორიტეტები

12 სექტემბერი 2018, 00:00 1956 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მომავალ წელს ონკო-ჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში  პირველად დაუფინანსებს ძვლის ტვინის  ტრანსპლანტაცის – 80 000 ლარით.  გაიზრდება ღვიძლის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში  პაციენტების დაფინანსება და გახდება 65 000 ლარი. გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტების ქვეპროგრამის ბიუჯეტი 1 800 000 ლარი გახდება, გაიზრდება საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების ტარიფიც და  ნაცვლად 15 000 ლარისა 25 000 ლარი გახდება. ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთებისთვის  მედიკამენტების დაფინანსების წლიური ლიმიტი 10 ნაცვლად  15 000 ლარი იქნება. 2 000 000 ლარით  იზრდება ძუძუს კიბოთი დაავადებულ პაციენტების ქვეპროგრამის ბიუჯეტი.

ფართოვდება მარტოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა, მომავალი წლიდან მას სხვადასხვა პრობლემის მქონე დედები დაემატებიან. 2019 წელს სამინისტროს  ბიუჯეტი 18 მლნ  531 135 ლარი იქნება.

ამავე კატეგორიაში