ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტი

12 სექტემბერი 2018, 00:00 1483 ნახვა

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა. მან მუხათგვერდის სასაფლაოზე პატივი მიაგო არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას.

შემდეგ იგი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. სადაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. ესტონეთის პირველმა პირმა მხარდაჭერა გამოხატა რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლაში და ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სივრცეებში გაწევრიანების საკითხში.  

ამავე კატეგორიაში