მძღოლთა კვალიფიკაცია და მართვის მოწმობის გამოცდის სიახლეები

12 სექტემბერი 2018, 00:00 9224 ნახვა

ახალი ბილეთები დაემატა მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას - შეკითხვები გარემოს დაბინძურებისგან დაცვას ეხება და ჯამში 51-ია. ახალი ბილეთები, პასუხებთან ერთად უკვე ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის, უშუალოდ გამოცდაზე კი მოქალაქეებს განახლებული ვერსია 30 სექტემბრიდან დახვდებათ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე პრაქტიკულ გამოცდას ეხება - არაერთხელ გავრცელებული ინფორმაციის საბოლოოდ განხორციელება  წლის ბოლოს იგეგმება - საქმე ეხება პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში ჩატარებას.

ცნობილია რომ გამოცდა რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში მესამე კომპონენტი იქნება და მოქალაქეებს ამ ეტაპზე გადასვლა მხოლოდ გამოცდის დახურულ მოედანზე ჩაბარების შემდეგ შეეძლებათ. მანამდე კი რა თქმა უნდა თეორიული ტესტი უნდა გაიარონ წარმატებით. სისტემა, საზოგადოება და გამოწვევები - ქეთი ჭყონია მოგვიყვება ვრცლად.

ამავე კატეგორიაში