ისრაელის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი

13 სექტემბერი 2018, 00:00 1727 ნახვა

პირველად  საქართველოში ვიზიტით  იმყოფება ისრაელის თავდაცვის მინისტრი. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე ისრაელისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ იმსჯელეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეზერვის სისტემის განვითარების, კიბერუსაფრთხოების სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებაზე.

ამავე კატეგორიაში