სამზადისი სკოლისთვის - საინფორმაციო შეხვედრა

13 სექტემბერი 2018, 00:00 2228 ნახვა

საფრთხო სკოლა და სკოლამდელი აღზრდა - პრევენციული ღონისძიებების  ნუსხა  განიხილეს დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ  შეხვედრაზე.   სასწავლო  წლის დაწყებასთან დაკავშირებით ჯანდაცვისა და  განათლების  მინისტრები რესურსცენტრების, საბავშო ბაღებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდნენ.  

განსახილველი  მთავარი  თემა  ვაქცინა    იყო.  როგორც ირკვევა,  წითელას   იმუნიზაციის  პროგრამა  რეგიონში  95 პროცენტით შესრულდა, თუმცა პაპილომაზე    აცრის  დაბალი მაჩვენებელია.  შეხვედრას სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომელმაც ბულინგის შემთხვევების აღმოსაფხვრელად სხვადასხვა უწყების კოორდინირებულ მუშაობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ამავე კატეგორიაში