გეგმიური აცრები სავალდებულო ხდება

14 სექტემბერი 2018, 00:00 2837 ნახვა

საქართველოში აცრების გაკეთება სავალდებულო ხდება. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა, ინიციატივას, გუშინ პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.  ,, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ‘’  შესახებ კანონში ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში  2019 წლის 1-ელი იანვრიდან  ყველა მშობელი და მეურვე ვალდებული იქნება, თავის შვილს მოქმედი ეროვნული კალენდრით გავთვალისწინებული ვაქცინაცია ჩაუტაროს.  

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ  12 დაავადების წინაღმდეგ 10 ვაქცინა უნდა ჩატარდეს. მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ აცრების ჩასატარებლად ყველა პოლიკლინიკაა მზად. 

ამავე კატეგორიაში