შემცირდა თუ არა ბიუროკრატიული ხარჯები აჭარის მთავრობაში

14 სექტემბერი 2018, 00:00 2124 ნახვა

შეამცირა თუ არა ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ხარჯები აჭარის მთავრობამ? თანხის დაზოგვისა და ხარჯის შემცირების პირობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოსვლისთანავე დადო.

პროცესი აპარატიდან დაიწყო, თუმცა რა ხდება სამინისტროებში? საუბარია საწვავზე, ავტოპარკსა და ოპტიმიზაციაზე - უწყებებში ჯერ კიდევ არ იციან ზუსტად, რა თანხა დაზოგეს, ან რა თანხის დაზოგვას აპირებენ სამომავლოდ? აცხადებენ, რომ მცირე მთვარობის კონცეფციის განხორციელებაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს - ამბობენ, რომ  ვითარებას აანალიზებენ.

ცნობილია, რომ ამ ეტაპზე არაფერი იცვლება სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ასევე განათლების სისტემაში. ფინანსთა მინისტრი ირწმუნება, რომ შეამცირა საწვავის ხარჯი. რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს - რეორგანიზაცია იგეგმება დასაქმების სააგენტოში.

როგორი იქნება ახალი სტრუქტურა, ეს მომდევნო კვირაში გაირკვევა, ამ პერიოდში მთავრობის თავმჯდომარემ საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, რა ფორმით ჩამოაყალიბებს საქვეუწყებო დაწესებულებებს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში