ხიხანის ციხის რეაბილიტაცია განახლდა

14 სექტემბერი 2018, 00:00 2165 ნახვა

ხიხანის ციხის რეაბილიტაცია განახლდა. ძეგლის რეაბილიტაციისთვის გასულ  წელს ტენდერი ორჯერ გამოცხადდა , მასში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით,  განმეორებითი ტენდერი წელს გამოცხადდა,  სამუშაოები უკვე დაწყებულია.

შუა საუკუნეებში აშენებული ციხე-სიმაგრის რეაბილიტაციისთვის 85 ათასი ლარია გათვალისწონებული. აღდგენითი  სამუშაოები  ოქტომბრის  ბოლოს დასრულდება. ციხეზე შემორჩენილია უძველესი ნასახლარები და 4 კოშკი.

ამავე კატეგორიაში